სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ მათი ხელისუფლების ნაბიჯები პირდაპირ მიმართულია, მე მგონია, მათ შორის, უკრაინელი ხალხის ობიექტური ნების წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
24 თებერვალს უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით კობახიძე ამბობს, რომ "უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ უტოვებს მათ ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას".
"როცა ისინი საქართველოს, ქართველ ხალხს პირდაპირ მოუწოდებენ მეორე ფრონტისკენ,როცა სრულიად სამარცხვინო ტყუილს ავრცელებენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება კლავს და აწებს მიხეილ სააკაშვილს, როცა ასეთი ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და როცა პირდაპირ, უმაღლეს დონეზე მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ, ასეთ პირობებში ოფიციალური ფორმატით ვიზიტი წარმოუდგენელია,"- განაცხადა კობახიძემ.