"საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ, სხვანაირად ვიმოქმედებთ", - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა და წამყვანმა მარკ ფეიგინმა განაცხადა.
ამასთან, ფეიგინი ახალ აქციას აანონსებს და ამბობს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას აშშ-სა დასავლეთის ლიდერებზე.
"საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე, პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის.
მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია.
ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ ახლა უკვე აშშ-ის და ევროპის, მათ შორის იმ საფრანგეთის ლიდერებს, რომლის მოქალაქეობაც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად ჰუმანიტარული აქციისთვის, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს", - აცხადებს ფეიგინი.