24.11.2024 | 17:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია - საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების "ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე

საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების "ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების "ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 - კაციანი ჯგუფი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, დედაქალაქ ასტანაში, კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე ინტერნეტ თაღლითობის ჩადენის ბრალდებით ქალაქ ეკიბასტუზის მკვიდრი დააკავეს. კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერნეტ თაღლითობისთვის ასევე დააკავეს ქალაქ ტარაზის მცხოვრებლების ჯგუფი.

ყაზახეთის შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ჟანდოს სუინბაის თქმით, ყველა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის გადაცემები