24.11.2024 | 18:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
22 წლის მიქაუტაძე "მეცს" 2017 წელს შეუერთდა. იგი ფრანგული საფეხბურთო სკოლის კურსდამთავრებულია.
ფრანგული "მეცის" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ჯერჯერობით არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლაზე, არამედ აპირებს გუნდს უმაღლეს დივიზიონში - ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Bein Sport-თან ინტერვიუში განაცხადა. მიმდინარე სეზონზე მიქაუტაძის ანგარიშზე 17 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემაა.
"რაც შეეხება ჩემს მომავალს, "მეცისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს. ახლა ამ გუნდში ვარ და მასთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლაზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ეს სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, ჯერჯერობით სხვა მიზნები გვაქვს", - განაცხადა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩში ორი გოლი გაიტანა "ბოდოსთან", სადაც კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს. შეხვედრის ბოლოს მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 22 წლის მიქაუტაძე "მეცს" 2017 წელს შეუერთდა. იგი ფრანგული საფეხბურთო სკოლის კურსდამთავრებულია.
დღის გადაცემები