24.11.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიხაილ გალუზინი: "რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას"

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ვითარდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, აპირებს თუ არა მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

"რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს მეგობრობის უძველესი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, მილიონობით ადამიანის ბედი. ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ბოლო დროს კი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება.

2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება.

მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ისინი თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა, სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

დღის გადაცემები