24.11.2024 | 19:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ძალებისა და სპეცსამსახურების წვრთნები რეგულარულად ტარდება. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" უფროსმა დიმიტრი დბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"წვრთნები მაქსიმალურად ახლოსაა ბრძოლასთან - კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება კვარტალში ერთხელ. აქ განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ამ წვრთნების ჩასატარებლად" , - აღნიშნა დბარმა.

მისივე თქმით, წვრთნებში ჩართულ სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედება დამყარდა.

"მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო ხშირად ჩავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა შევიმუშაოთ მექანიზმები მოსახლეობის ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად. შეასრულონ მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანები", - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

"წვრთნები" კვირას დაიწყო, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.

 

დღის გადაცემები