დღის სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ღონისძიება 4- 5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება.
მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატები.
წელს კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ოჯახის, სარწმუნოებისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია შეერთებულ შტატებში 1974 წელს დაფუძნდა და კონსერვატორთა გაერთიანების მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს. სხვადასხვა დროს კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, მათ შორის დონალდ ტრამპი და ჯორჯ ბუში უმცროსი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონფერენციები სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მათ შორის ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ისრაელში, მექსიკასა და ბრაზილიაში.
მსგავსი
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
დღის გადაცემები