დღის სიახლეები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერენ
რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი მხარს უჭერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამის შესახებ newizv.ru იუწყება.
ნოვიკოვის თქმით, საქართველოში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება სურს. "რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, აქ ყველა პლუსის და მინუსის შესწავლაა აუცილებელი, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამარტივება სავსებით შესაძლებელია" - განაცხადა დიმიტრი ნოვიკოვმა.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასასვლელად ვიზები არ სჭირდება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრებლად ვიზის აღება უნდათ.
ამ საკითხზე რუსეთის ოფიციალური პირები ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლის ბოლოდან მოქმედებს და მისი გაუქმება არ მომხდარა.
მსგავსი
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები