საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინაში ომთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, მათ შორის ომის რეპარაციების გადახდაზე.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14 სახელმწიფო წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 73-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციას არასავალდებულო ხასიათი აქვს, თუმცა მისი მიღება უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო არენაზე რუსეთის იზოლაციის კიდევ ერთი მანიშნებელია.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია დასძენს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და მას უნდა დაეკისროს სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ზიანის ანაზღაურება.