საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს.
ევროკომისარი ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის აუდიენციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.
დღესვე ოლივერ ვარჰეი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს".