24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

პარლამენტი, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში.

"ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

დღის გადაცემები