საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთს სურს გადააქციოს საქართველო "გამღიზიანებლად" რუსეთის ფედერაციისთვის.
"ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად არის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო წნეხისა და სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს: "თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმის და ენერგომატარებლებს ჩვენ ვიღებთ", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ეს პოზიცია პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.
"იმაში, რომ სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ "გამღიზიანებლად" , დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში, მე ეჭვიც არ მეპარება", - განაცხადა ლავროვმა.