24.11.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სერგეი შამბა: "ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე"

ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - დასძინა მან.

შამბა ამბობს, რომ "ენგურს გადაღმა მეზობლის" ასეთი პოლიტიკის უკან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი არ დგას.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.

"თუმცა, ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად, საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად იძულებული გახდება მეორე ფრონტი გახსნას?" , - აცხადებს შამბა.

მან დასძინა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენიმე საკითხზე:

"პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღებას, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების" , - აღნიშნა შამბამ.

მანამდე, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

დღის გადაცემები