24.11.2024 | 19:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სოჭის ნავსადგურის დირექტორი: "იმედი გვაქვს, აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე. ამის შესახებ TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

"იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახული გვაქვს, ტრანსპორტირების დაწყება ამ ზაფხულიდან" , - განაცხადა ვლადიმიროვმა.

მისი განმარტებით, სოჭიდან საქართველოში ტრანსპორტირება, წინასწარი მონაცემებით, ბათუმში განხორციელდება.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით", - დასძინა ვლადიმიროვმა.

დღის გადაცემები