24.11.2024 | 19:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით: "პარტნიორები ასე არ იქცევიან. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა თუ ავღანეთში – ჩვენმა ხალხმა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სისხლი გაიღო"

"საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათზე კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი – პარტნიორები ასე არ იქცევიან. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან – კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მოხდა.

"საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხრდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ საერთასორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.

მათ შორის, როცა უკან იხევდნენ ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის გადაცემები