რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი ნატო-ს გაფართოებას საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, მანიაკალურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ მან "ტელეგრამ-არხზე" დაწერა.
"ისტორია გადაცდომებს პატიობს, მაგრამ არა სტრატეგიულ შეცდომებს. რუსეთს მე-20 საუკუნეში ასეთი ორი ჰქონდა. მეორემ დაანგრია ზესახელმწიფო, თუმცა რუსეთმა მოახერხა წამოდგომა და ცოცხლობს.
დასავლეთის ბოლო ათწლეულების ძირითადი სტრატეგიული შეცდომა გახდა მანიაკალური გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნატო-ს აქტიურობის ზონა აღმოსავლეთით საქართველოსა და უკრაინის ჩართვით. რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები ჩამოიწერა უბრალოდ 90-იანი წლების ტრაფარეტით.
დემაგოგია და მრავალმილიონიანი შეიარაღების მიწოდება არავის მოატყუებს. დროა, თავი დავანებოთ სამყაროსთვის სახიფათო აზროვნების ინერციას!" - წერს გრიგორი კარასინი.