24.11.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით მათიკაშვილი: "ჩვენ ვეხმარებით უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, სამხედრო თვალსაზრისით კი, საქართველო არ დაუშვებს ქვეყნის ჩართვას საომარ კონფლიქტებში"

საქართველო ეხმარება უკრაინას და ეს დახმარება გამოიხატება როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სამხედრო თვალსაზრისით კი, საქართველო არ დაუშვებს ქვეყნის ჩართვას საომარ კონფლიქტებში ან ისეთი მოცემულობის შექმნას, რომ საქართველო ნებსით თუ უნებლიეთ ჩათრეული იყოს სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მთიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკშვილმა აღნიშნა, ყველამ, მათ შორის საქართველოს მეგობრებმა, უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ იარაღის მიწოდების კუთხით რა პრიორიტეტებიც აქვთ ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ საქართველოს იგივე პრეფერენციები არ გააჩნია.

"საქართველო უკრაინას მხარში უდგას იმ რესურსით, რაც გააჩნია. რაც შეეხება ფრენების აღდგენას ან არაღდგენას, იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის პასუხისმგებლობის სპექტრიდან გასულია ამ სანქცირების დაწესების ან აღდგენის საკითხი, არც შეშფოთებაა რელევანტური და არც რაიმე სხვა მოსაზრების გამოთქმა. როცა ქვეყნის პასუხისმგებლობას გაცდენილია მესამე ქვეყნის მიერ გადაწყვეტილების რაიმე ფორმით მიღება, ღიმილისმომგვრელია საქართველოსთან მიმართებით რაიმე შეშფოთების ან პრეტენზიის გამოთქმა იქ, სადაც საქართველოს მონაწილეობა ნულზე დაბალია", – განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის გადაცემები