"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ რუსეთის აგენტია.
"სააკაშვილმა პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. სააკაშვილს იმასაც კი არ (ეუბნებიან) თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეჭვი აქვს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი დაბრუნება რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს.