დღის სიახლეები
კახა კალაძე: "თუ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ"
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.
"თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება", - განაცხადა კალაძემ.
მსგავსი
19.04.2023 / 11:38
ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს
18.04.2023 / 13:39
მიქაუტაძე "მეცს" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარება
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
10.02.2023 / 13:38
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები