თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა, არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან - მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენ პრინციპებს სწორად გაიგებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ისინი აკეთებენ.
"თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, მე არ მინდა ასეთი ევროპა. არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპული ღირებულებები, ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, ის პრინციპები, როცა ვამბობთ, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრმა რომ კანონპროექტის ინიციარება გააკეთოს, ეს არის კანონიერი და ვინც ამას ეწინააღმდეგება, მამუნათებს და სტიგმატიზაციას ახორციელებს ჩემს წინააღმდეგ, ევროკავშირი და ელჩები გამოდიან, ეს არის ჩემს უფლებებში ჩარევა და ჩემი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ეს ევროპა არ არის და ეს უნდა ვიცოდეთ, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენს პრინციპებს სწორად გაიგებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.