24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: "მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არ არის იოტისოდენა სურვილი, რომ საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანული აჩვენოს"

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არ არის იოტისოდენა სურვილი, რომ სინანული აჩვენოს საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ რამდენად აბსურდულია ისაუბრო შეწყალებაზე, ამნისტიაზე, რამე მექანიზმზე და ამავე დროს არ აჩვენო "იოტისოდენა სინანული".

"დღეს, როცა საუბარია შეწყალებაზე, ამნისტიაზე, სხვა მექანიზმის მოფიქრებაზე სააკაშვილი როგორმე დაიხსნან ციხიდან, აქვე არც კი აქვთ სურვილი, რომ იოტისოდენა სინანული მაინც აჩვენოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ 9 წლიანი რეჟიმის გამო, რომელიც მათ შექმნეს ადამიანის ჩაგვრისგან. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის იოტისოდენა სურვილი, რომ სინანული აჩვენოს საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. პირიქით, აქეთ იმუქრებიან, რომ არავის მისცემენ უფლებას, მიხეილ სააკაშვილს დამნაშავე უწოდოს. დღემდე უნდათ რომ დემოკრატიის შუქურად წარმოადგინონ. ეს მთლიანად აჩვენებს სიტუაციის აბსურდულობას”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის გადაცემები